პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "ბიძინა ივანიშვილი, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე უნდა დაბრუნდეს! პარტია "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში!“

polit-2-anal-1-GEOსაქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:
ბიძინა ივანიშვილი, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე უნდა დაბრუნდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი კონიუნქტურული და ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებაა პარტიის გავლენიან წევრთა შორის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნაში არსებულ სოციალ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომ მხოლოდ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სიტუაციას სრულფასოვნად ვერ გააკონტროლებს.

მით უმეტეს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი რეალური მოკავშირეების გარეშე დარჩა, მხედველობაში მყავს – პრეზიდენტი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე განაცხადა:"რესპუბლიკური პარტიის" მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია თვისობრივად ახალ კოალიციებში". - ანუ, ეს ციტატა ნიშნავს შემდეგს, –"რესპუბლიკელები" აცნობიერებენ, რომ კოალიციაში თუ არ იქნებიან, ისინი დამოუკიდებლად 5% – იან ბარიერს ვერ გადალახავენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში! ამავდროულად, "რესპუბლიკელები" მიუხედავად საკუთარი 4% – იანი რეიტინგის (ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად), თამაშის წესებს კარნახობენ 50 – იანი რეიტინგის მქონე პარტია "ქართულ ოცნებას", როცა საუბრობენ – "თვისობრივად ახალ კოალიციებზე“...

ჩემი ღრმა რწმენით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" უარი უნდა უთხრას ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას კოალიციურ საარჩევნო ფორმატზე და დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება რეალურად, თუ ვინ რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში!