უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს ქვეყნის ფედერალურ კრებას გზავნილით მიმართა: ყირიმი

Krim-zar-2საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გზავნილით მიმართა ქვეყნის ფედერალურ კრებას, სადაც შეფასება მისცა საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს.

რუსეთისათვის ყირიმს, უძელეს კორსუნს, ხერსონს, სევასტოპოლს უზარმაზარი ცივილიზაციური და საკრალური მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც წმიდა მთას იერუსალიმში. და სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ამისადმი ამიერიდან და მუდამ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის სიტუაციაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მხოლოდ ადასტურებს მოსკოვის პოზიციის სისწორეს, რომელმაც დაგმო სახელმწიფო გადატრიალება თებერვალში.“როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო შემდგომ მცდელობებს აღმოსავლეთში შეიარაღებული ძალების მეშვეობით ჩაახშო ადამიანების ამბოხი, რომლებიც ამ უწესრიგობას არ ეთანხმებიან. ვიმეორებ, როგორ შეიძლება ამის მხარდაჭერა? თანაც, ფარისევლური საუბრებით საერთაშორისო სამართლისა და ადამიანების უფლებების დაცვაზე? ეს ხომ წმიდა წყლის ცინიზმია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.