საზოგადოება
''საქართველოს ერთიანი სოციალ-ეკონომიკური კავშირი'' 2003 წლის 5 ივნისს დაფუძნდა. ის 3000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. კავშირის ფილიალები საქართველოს მრავალ რეგიონში გაიხსნა და იგი გამწვანების პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. კავშირის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: ელენე ფხაკაძე, იაგო შიოლაშვილი, გიორგი თათარაშვილი, ალექსანდრე ვასჩენკო, ქეთევან ბოჭოიძე, რაშიდ ჰასანოვი და გიორგი მამნიაშვილი.
''საქართველოს სოციალ-ეკოლოგიური კავშირი'' საქართველოს დედაქალაქის – თბილისის გამწვანების ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. კავშირის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრებისას საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტს კავშირის მესვეურებმა განუცხადეს, რომ პროექტი თბილისის შემოგარენში ფოთლოვანი ხეების დარგვასა და განადგურებული ტყის მასივების აღდგენას ითვალისწინებს. ასევე დაირგვება საქართველოში უწინ ფართოდ გავრცელებული მუხისა და წიფლის ხეები, შედარებით მცირე ოდენობით კი - წიწვოვანი მცენარეებიც; დარგავენ მუხის ტყის ქვედა იარუსისთვის დამახასიათებელ მცენარეებსაც: კუნელს, კვრინჩხს, ასკილს, მუშმულას და სხვ. დაირგვება ბალახოვანი მცენარეებიც. მათი შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ენდემურსა და გადაშენების პირას ასრებულ ჯიშებს.