პუბლიკაციები
ელმარ ბროკი: „ახლა არ არის დრო, ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განვიხილოთ"

Elm-sazog-1საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ამ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს. ელმარ ბროკის აზრით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის დროა.

ნატომ უნდა მოახდინოს კონცენტრაცია კოლექტიური თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებაზე, მისი ტერიტორიის უსაფრთხოებისა და ყველა წევრის საიმედო დაცვის უზრუნველყოფისათვის“, - წერს ბროკი. მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს პოლიტიკური და ფინანსური საშუალებებით უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას.

"ევროკავშირმა უნდა გაამართლოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. NATO-ს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებები კი ძალაში რჩება," - აცხადებს გერმანელი პოლიტიკოსი.