საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკის განცხადებას, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრების საკითხის განხილვის დრო არ დამდგარა, ჯეიმს აპატურაი ეხმაურება.
„მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და მას ნეიტრალურობის სტატუსის შეცვლაზე გეგმები არ გააჩნია. იქ არ დგას ნატო-ს წევრობის საკითხი. უკრაინას რაც შეეხება, ნათლად და გამოკვეთილად არც მას მიუთითებია, რომ იგი უახლოეს მომავალში ნატო-სკენ იმოძრავებს... რაც შეეხება საქართველოს, ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს არის ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, თავისი სტრუქტურით და არსით შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში ელმარ ბროკი გარკვეულწილად სწორ განცხადებას აკეთებს. "საუბარია წევრობისკენ მიმავალ გზაზე, პაკეტით განსაზღვრული ნაბიჯების შესრულებაზე", - აღნიშნა აპატურაიმ.