ჯეიმს აპატურაი: „ალასანიას პოლიტიკურ დევნად აღქმა ნატოს წევრობისთვის ბარიერი იქნება“
საქართველო, 5 დეკემბერი,
საქინფორმი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, თუ
ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად დევნის აღქმამ ფეხი მოიკიდა ნატოს მოკავშირე ქვეყნებში, ეს ბარიერი იქნება ნატოს წევრობისთვის.
„ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით და უმთავრესი არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც იქნეს პოლიტიკური დევნით რაიმე აბსოლუტურად აცილებული და აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება რაღაცა მოქმედება. ამ აღქმამ უფრო ფართო მასშტაბები რომ მიიღოს და ფეხი მოიკიდოს უფრო მყარად ნატოს მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, ეს რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება ნატოს წევრობისთვის", - განაცხადა აპატურაიმ.