საზოგადოება
სადღობელაშვილი: „ის რასაც აკეთებს უკრაინა, ქართველებზე სულში ჩაფურთხების ტოლფასია!“

Sadgh-sazog-2საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. “თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტს ეხმაურება.

თუ ერთი ჩრდილოელი მტერი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას გვართმევს და პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, ეხლა მეორე, უკრაინის სახით, იმ მოსახლეობას უპირისპირდება, რომელმაც 2012-ში მოძალადე ხელისუფლებას უარი უთხრა!"- წერს სადღობელაშვილი.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ ერთ-ერთ თანამდებობაზე შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დაინიშნოს - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიაწოდა. კვიტაშვილის თქმით, საუბარია გურგენიძის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში დასახელებაზე. რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, კვიტაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ ინიშნება.