სამართალი
სამართალდამცველებმა თანხის გამოძალვისა და თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი მერაბ ვარშანიძე დააკავეს

arrestსაქმის მასალების მიხედვით, ვარშანიძემ ერთ-ერთი პატიმრის - მერაბ კონცელიძის მეუღლე დაარწმუნა, რომ ყალბი სასამართლო სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, თავდაპირველად პატიმრისთვის სასჯელის გადავადებას, შემდეგ კი შეწყალების უფლების გამოყენებით, სასჯელისგან სრულიად გათავისუფლებას შეძლებდა. აღნიშნული მომსახურეობის საფასურად კი კონცელიძის ოჯახს მისთვის 3 200 დოლარი უნდა გადაეხადა. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დანაპირები ვერ შეასრულა, კონცელიძის მეუღლემ კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, ვარშანიძემ კი მას მხოლოდ 300 დოლარი დაუბრუნა. პატიმრის მეუღლემ დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რის შემდეგაც ადვოკატი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ვარშანიძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთა ემუქრება.