პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „განვიხილეთ რუსეთის და სოხუმის რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულება, როგორც ნაბიჯი საქართველოს რეგიონის ანექსიისაკენ“

davit-polit-3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას ეხმაურება.

განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. განვიხილეთ ასევე, რუსეთის ფედერაციის და სოხუმის რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება, როგორც ნაბიჯი საქართველოს რეგიონის ანექსიისაკენ. ჩვენ შეგვაქვს სერიოზული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატო-სთან. ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას ავღანეთში და ჩვენს მონაწილეობას გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, რომელიც 2015 წლიდან გაგრძელდება", -განაცხადა ბაქრაძემ.