პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: „ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებულად აღინიშნა ის ძალისხმევა, რაც საქართველომ გამოიჩინა ISAF-ის ოპერაციაში“

tamar-polit-2საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

"საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების თემებს, კონკრეტულად, რუსეთის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან .. ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს. ის შეფასდა, როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. "ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ალიანსის საქმიანობის ფარგლებში. განსაკუთრებულად აღინიშნა ის ძალისხმევა, რაც საქართველომ გამოიჩინა ISAF-ის ოპერაციაში და ასევე ავღანეთში ნატოს ახალი მისიის ფარგლებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.