პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა“

Bur-polit-1საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს გაბედული ლიდერები, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

თურქეთმაც კი, რომელიც არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის, ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესები.

სამწუხაროდ საქართველოს არ ეღირსა გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა, რომლისთვისაც უპირველესი ჩვენი ქვეყნის ინტერესებია.

მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა!

ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას“, - ნათქვამია, კერძოდ, ბურჯანაძის განცხადებაში.