უცხოეთი
მავანი პირი ტერაქტს „საზღაურის მიგების აქტს“ უწოდებს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ „მუსლიმანი ქალების შევიწროება გაბედა“. იგივე პირი ირწმუნება, რომ ბოევიკები ასლან ბიუტუკაევის (ამირ ჰამზათი) ბრძანებებს ასრულებენ და ემორჩილებიან ალისხან კებეკოვს (აბუ მუჰამედს).
4 დეკემბერის ღამეს ბოევიკები თავს დაესხნენ გროზნოს. მათ ჯერ სამი პოლიციელი მოკლეს, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში ბეჭდვით ცენტრში გამაგრდნენ.
მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა 7 ბოევიკის ცხედრის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. სპეცოპერაცია ჯერაც გრძელდება.