საზოგადოება
დღეიდან რეგიონებში ექიმებს H1N1 ვირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩაუტარდებათ

H1N1vaccinesდღეიდან რეგიონებში ადგილობრივ ექიმებს სპეციალისტები განუმარტავენ, რა უნდა გააკეთონ პაციენტებში H1N1 ვირუსის შემთხვევის დაფიქსირებისას, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას. ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის - ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი დაწესებულება H1N1 გრიპის მოსალოდნელი გავრცელების აღსაკვეთად მზად არის.

მისივე თქმით, "დღეიდან სოფლებისა და ქალაქების ექიმებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ". შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.