პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

BeruC-polit-3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 2 დეკემბერს მინისტრი შეხვდა ბულგარეთის, ბელგიის, პორტუგალიის, ლიტვის, ისლანდიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას. ხაზი გაესვა იმ საფრთხეებს, რასაც მოსკოვის ეს ნაბიჯი შეიცავს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება განხილული უნდა იქნას საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო.