პოლიტიკა
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში "ურყევი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

Agres-polit-2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ავღანეთში ნატო-ს "ურყევი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაჯამეს ISAF-ის ოპერაცია და განიხილეს მომავალი მისიის პრიორიტეტები, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება. საქართველო გეგმავს ნატო-ს ახალ მისიაში აქტიურ მონაწილეობას, რითაც გააგრძელებს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზეც ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.