პოლიტიკა
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაისთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.