აჭარაში ციტრუსს მხოლოდ ერთი კომპანია იბარებს
აჭარაში ციტრუსს მხოლოდ ერთი ადგილობრივი ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა „ციტრო“ მიიღებს. ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს. მათივე განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნარინჯთანაც“, მაგრამ კომპანიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
აჭარაში უკვე მანდარინის 70%-ია დაკრეფილი. ადგილობრივი მთავრობა ვარაუდობს, რომ სულ 47 ათას ტონა მანდარინის მოსავალს მიიღებენ, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ფორთოხლის კრეფა რეგიონში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას დაახლოებით 2000 ტონამდე მოიწევენ.