უცხოეთი
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. უცხოური კომპანიების დანაკარგები „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის გაყინვის გამო არანაკლებ 2.82 მლრდ ევროს შეადგენს. ევროპული კომპანიების პირდაპირი დანაკარგები შესაძლოა 2.5 მლრდ ევროს გაუთანაბრდეს. იაპონური კომპანიები 320 მლნ ევროს შეკვეთას დაკარგავენ. ამის შესახებ "ტასი" კომპანია South Stream Trasnport- ის მასალებზე დაყრდნობით იუწყება.