აქტუალური
დავით ზალკალიანს ჟენევის მოლაპარაკებებში დავით დონდუა ჩაანაცვლებს

Dondua-aqtual-3საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის ბოლო განცხადებას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში პაუზის შესახებ ქართველი დიპლომატები გამოეხმაურნენ.
ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელიც მოლაპარაკებებში   დავით ზაკლალიანს ჩაანაცვლებს.

როგორც აქამდე ვიყავით კონსტრუქციულები და ვცდილობდით, რომ გარკვეული პოზიტივი და რეალური შედეგი ყოფილიყო, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც,“ - განაცხადა დონდუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა კი აღნიშნა:

„როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც ერთადერთ გზად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა განიხილავს დიალოგს. საკომუნიკაციო არხები არსებობს. რაც შეეხება შეხვედრას, დისკუსიას კონკრეტულ თემებზე, დღის წესრიგს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების რეჟიმში, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამაზე საუბარი არ არის.“