აქტუალური
კვიტაშვილმა და ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანეს
KvitaSvili-aqtual-2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პოროშენკოს ბლოკმა სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატურები უკვე ოფიციალურად წარადგინა. სიაში ალექსანდრე კვიტაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ არის დასახელებული. უკრაინული მედიის ცნობით, კვიტაშვილმა და ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი უკვე შეიტანეს.