საზოგადოება
ილია მეორემ ემზარ კვიციანს საკანში ჯვარი, ლოცვები და წერილი შეუგზავნა

Kviciani-sazog-3საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განაცხადა.
უწმინდესმა სთხოვა ბატონ ემზარს, შეეწყვიტა შიმშილობა. ჩვენც ამის მომხრენი ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბრძოლა სამართლებრივი გზებით უნდა გავაგრძელოთ. თავად ემზარი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა კონტაქტურია. ხვალ მასთან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე შევლენ და იმედი გვაქვს, რომ შიმშილობის აქცია დასრულდება“,- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმეს, ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებს.