აქტუალური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოჯორში მდებარე სამხედრო ქალაქს ყიდის

auqcionსამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი იქნება დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქ №1-ში მდებარე 10 666 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 ერთეული შენობა-ნაგებობა. ობიექტის საწყისი ფასი 175 000 აშშ დოლარია. დაინტერესებულ პირთა განაცხადები ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროში 30 ნოემბრის 13:00 საათამდე მიიღება. აუქციონი ამავე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება.