რელიგია
ილია მეორე: „გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში. სადაც სიყვარული არ არის, იქ სიძულვილია“

blagoslovenie-sazog-2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი.  სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი - სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე და სიხარული", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მეორე, რაც აკლია კაცობრიობას, ეს არის სიმშვიდე. როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, სწამს და უყვარს უფალი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.