საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრო

Maka-sazog-1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი.  კინოთეატრ „ამირანში” ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმის “პრეზიდენტი” ჩვენება გაიმართა. ფილმში, რომელიც ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუთეთესოდ აღიარეს და მთავარი პრიზი, ოქროს ჰუგო” დაიმსახურა, 50-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს და ის  საქართველოშია გადაღებული.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ფილმები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის პრიზია „ოქროს პრომეთე“, რომლითაც გამარჯვებული ფილმი დაჯილდოვდება. ფილმების ჩვენების გარდა, იმართება პროფესიული  შეხვედრები, დისკუსიები, რომლებიც საქართველოში ამ დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც  6 დეკემბერს უმბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება“ დასრულდება, პირველი ლედის პატრონაჟით იმართება.