ზაქარია ქუცნაშვილი: „პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს კონსტიტიციური პრინციპების დაცვით“
საქართველო, 3 დეკემბერი,
საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტო პროექტის მიზანშეწონილობის მოტივაციით გამოიყენა.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონსტიტუციური დებულება, კონსტიტუციის ვერც ერთი მუხლი, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგებოდა... პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება – ამას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ ამ უფლების საფუძველი უნდა იყოს კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა – მისი ვარაუდი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონსტიტუციის რომელიმე მუხლს, დებულებას ეწინააღმდეგება და არა მიზანშეწონილობის მოტივი. თუ პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენება კანონპროექტების მიზანშეწონილობის მოტივით დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს საკანონმდებლო პოლიტიკის კარნახს დაუწყებს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.