პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს“

poblagodarit-polit-1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინგადადგმული  ნაბიჯისთვის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის.

ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს.  ეს იყო კარგი დემონსტრირება იყო იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია, რაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.