პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებები შემოდის

tavdacvis-saminკერძოდ, უმცროსი სპეციალური წოდება მიენიჭებათ რიგითებს, უმცროს სერჟანტს, სერჟანტს, უფროს სერჟანტს და ზემდეგს; საშუალო სპეციალური წოდება – უმცროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს, უფროს ლეიტენანტსა და კაპიტანს; ხოლო უფროსი სპეციალური წოდება კი - მაიორს, ვიცე-პოლკოვნიკსა და პოლკოვნიკს. შესაბამისი უწყებების მსგავსად, თავდაცვის სამინისტროზე სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები გავრცელდება. "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ამით თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურისა და სამართალდამცავი ფუნქციების მქონე პირთა კარიერული სისტემის გამიჯვნა ხდება. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე მოქმედი სოციალური გარანტიები გავრცელდება. საკანონმდებლო პაკეტს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.