პუბლიკაციები
„სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ!“ ანუ როგორ მიიღო წმიდა წყლის სიმართლედ სააკაშვილის საცოდავმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რუსი დეპუტატის ირონია...

Premierom-zar-3საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექს-ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილის უკრაინის საშინაო საქმეების მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას, უკრაინის პრემიერ-მინისტრად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დანიშვნის წინადადება წამოაყენა.

პოროშენკოს ახალი სიტყვა! უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის პოსტის პრეტენდენტი ქართველი - სააკაშვილის თანამოაზრეა. ეგებ პრემიერად თავად სააკაშვილი დაენიშნათ?!“- დაწერა პუშკოვმა თავის ტვიტერზე.

სააკაშვილის კუთვნილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, რომელიც სპეციალიზებულია სახელმწიფო გადატრიალებებზე და საცოდავი კადრებით არის დაკომპლექტებული, ვერ გაიგო რუსი დეპუტატის „შავი იუმორი“ და მისი სიტყვები წმიდა წყლის სიმართლედ მიიღო, დღეს კი, 9-საათიანი ახალი ამბების გამოშვებაში მთელ საქართველოს აუწყა - აქაოდა, მიშას უკრაინის პრემიერ-მინისტრად ნიშნავენო!..