სამართალი
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ილია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტან გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.