აქტუალური
ირინე იმერლიშვილი: „მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება!..“

Sovbez-aqtual-3საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილ იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში გამოძიების დაჩქარებას ხელს შეუწყობს ხელს.

გარკვეულწილად მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან და თუ იქნება შესაძლებლობა, საქმეს ანგარიში მტკიცებულებად დაერთვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიში ხელს შეუწყობს გამოძიების ღიად და დროულად წარმართვას, ვინაიდან აღნიშნული საქმე არის გრიფით საიდუმლო, პროკურატურა ყველა დეტალზე ვერ საუბრობს... ვთხოვ მთავარ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად შუალედური ანგარიში მაინც იყოს ხოლმე წარმოდგენილი იმაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება“, - განაცხადა იმერლიშვილმა.