აქტუალური
უჩა ნანუაშვილი - ლაფანყურის საქმეზე: „შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან!”

ucha-aqtual-2საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა და სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა საკითხები, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

თუნდაც ის, თუ რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან, რომელიც 7 პირია. თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან, დადასტურებულია. ასევე კითხვებს ბადებს, რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდაცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ ის მიმართავს პარლამენტს, რათა ხელახლა დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა.