საზოგადოება
“თრიალეთის" პირდაპირ ეთერში ჩხუბი ატყდა
Trialeti-sazog-3საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „თრიალეთის“ თოქ-შოუ „რეალობაში„ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენელი არჩილ ჭყოიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ წარმომადგენლის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა (ვიდეო იხ. აქ). არჩილ ჭყოიძეს ოპონენტმა სახეში მუშტი ჩაარტყა, მანამდე კი "რუსეთის აგენტი“ უწოდა. თავის მხრივ,  ჭყოიძემ მას ბრალი ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების გატარებაში დასდო. სწორედ ეს გახდა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გადაცემა დროებით შეწყვიტეს.