რელიგია
„ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული... შვილებს ყველაფერს ვაძლევთ – განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, რა არის კეთილი და ბოროტი, რა შედეგები აქვს სიკეთეს და რა – ბოროტებას. ამით შეგვიძლია დავძლიოთ ბოროტება და ძალადობა”, – ბრძანა უწმიდესმა.
ილია მეორემ ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ambioni.ge