პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
Salome-polit-3საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველადი მოქალაქეობის საკითხს ეხება. პრემიერ–მინისტრი ქართველი ემიგრანტების საკანონმდებლო ინიციატივით დაინტერესდა. მისი განცხადებით, შეიქმნება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციები გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში.