პუბლიკაციები
ნატოს გემდივანი: „ალიანსი არ აპირებს გარანტიის მიცემას, რომ უკრაინა და საქართველო მისი წევრები არ გახდებიან“

1-Gen-pol-1-an-1საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო არ იძლევა და არც აპირებს გარანტიის მიცემას, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის რიგებში არ გაერთიანდებიან, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 2-3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა სამინისტროების შეხვედრის წინა დღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამშაბათს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი 4-5 დეკემბერს შეხვედრას გამართავს შვეიცარიის პრეზიდენტთან, ეუთოს გენმდივანსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.

ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, რომელიც უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართა, დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომელიც საქართველოს ხელს უწყობს ალიანსში გაწევრებისკენ სწრაფვაში. პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნა, სადაც ალიანსისა და ნატოს პარტნიორი-ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას გაივლიან.