უცხოეთი
აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი: „უკრაინის ჰიმნით ბუზები იხოცებიან!“

Jon-zar-2საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოსა და უკრაინაში ჯონ ტეფტმა, რომელიც დღეს რუსეთში აშშ-ის ელჩია, უკრაინის ჰიმნს „ყმუილი“ უწოდა, რომლის მოსმენაც შეუძლებელია. მისი თქმით, ეს „რაღაც წამებაა!“, ნათქვამია დიპლომატის დასმენაში ვაშინგტონში, რომელიც WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა.

„განსაკუთრებით შეუძლებელია მათი ჰიმნის მოსმენა. ეს ნამდვილი წამებაა! რომ შემოსძახებენ გუნდურად: „Ще не вмэрла Украина...“, - ნათქვამია დასმენის ტექსტში. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცოცხლად დაგტირიან. გიპყრობს დამთრგუნველი, გულის შემაწუხბელი სევდა, ზოგჯერ გეჩვენება, რომ ოლქში ამ ყმულის გამო ბუზები იხოცებიან. ამის მოსმენა იმდენად შეუძლებელია, რომ ხანდახან მეჩვენებოდა - სიკვდილი უფრო იოლია...“