კონკურსში მონაწილე მოსწავლემ პროტესტის ნიშნად რქიანი და კუდიანი პოლიციელი დახატა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თემაზე „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებული კონკურსების ვადა გუშინ ამოიწურა. თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროტესტის ნიშნად, რქიანი და კუდიანი პოლიციელი დახატა. ამის შესახებ საქინფორმს რეგიონის კორესპონდენტმა აცნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მოსწავლის ვინაობის დადგენას ცდილობს. მოსწავლის თქმით, მას და მის თანაკლასელებს კონკურსში მონაწილეობის მიღება არ უნდოდათ, თუმცა სკოლის დირექტორმა ისინი დაავალდებულა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ, ნახატები დაეხატათ და თხზულებები დაეწერათ. „ამ ნახატით პროტესტი გამოვთქვი. დირექტორები მონებივით არ უნდა გვექცეოდნენ. რაც არ გვინდა, იმას იძულებით არ უნდა გვაკეთებინებდნენ,“ - განაცხადა ნახატის ავტორმა. საქინფორმი მოზარდის ვინაობას, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ახმაურებს.