საზოგადოება
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის გადაცემა "GDS"-ის ეთერში წელს ვეღარ გავა

tokshow-sazog-2საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია "GDS"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თათა ძმანაშვილის განმარტებით, არხს ტექნიკური პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრა დეკემბრამდე ვერ ესწრება.
“ბიძინა ივანიშვილის გადაცემა მზადების პროცესშია და როგორც კი შეიცვლება "ჯი-დი-ეს-ის" ფორმატი, გადაცემაც ეთერში მაშინ გავა. თებერვლამდე კი არხი ჩვეულებრივ, გასართობი ლიცენზიით გააგრძელებს მაუწყებლობას," - აღნიშნა ძმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “GDS"-ის განცხადების საფუძველზე ოქტომბერში კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც ცნობილია, ტელევიზიას გასართობი არხის ლიცენზია აქვს, თუმცა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაკეთდეს, საერთო მაუწყებლის ლიცენზია უნდა მიიღოს. თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებიდან ხდება ცნობილი, არხი საერთო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზად არ არის, შესაბამისად, დაანონსებული თოქ-შოუ,  წელს ეთერში აღარ გავა.