საზოგადოება
შენიშვნები, რომლებიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა

President-sazog-1საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. აღნიშნულთან დაკავშირებული შენიშვნები (დაწვრილები იხ. აქ) სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა.

თუმცა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა მისი შენიშვნები და კვირას ქუთაისში, პარალმენტის ექსტრენულ სხდომაზე შეკრებილმა დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით - 82 „მომხრე“ - დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო, რომელმაც იძულებით მოაწერა ხელი მისთვის ხელმეორედ გადაგზავნილ ცვლილებების გარეშე კანონპროექტს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანონებში ცვლილებეზე ხელს მოაწერდა პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი და ისინი მაინც შევიდოდა ძალაში.