აქტუალური
„საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ სწორედ მის დროს დაიწყო მესხთა რეპატრიაცია და მოქალაქეობის დაბრუნება. მესხები აქედან უკანონოდ გაასახლეს, მაგრამ ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იყო სტალინის რეჟიმის პერიოდში და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაბრუნდეს ისტორიულ სამშობლოში“, - აღნიშნა მსოფლიო თურქ მესხთა კავშირის თავმჯდომარე ზიადინ კასანოვმა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ესწრებოდა, რომლის განცხადებით: „იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც საქართველომ იკისრა მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, ახლა დაიწყო“.