პოლიტიკა
ფრანგული ''Le Figaro'' 25 ნოემბრის სახალხო კრების შესახებ სტატიას აქვეყნებს

Le_Figaroფრანგული გამოცემა Le Figaro 25 ნოემბრის სახალხო კრების თაობაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე ხალხმრავალი ოპოზიციური მანიფესტაცია იყო.
AFP-ის კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, 7 000 მანიფესტანტზე მეტი შეიკრიბა. მათ ქალაქის ცენტრალური არტერია - რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. "ეს ახალი მოძრაობის დასაწყისია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება", – განუცხადა AFP-ს პარლმენტის ყოფილმა თავმჯდმარემ ნინო ბურჯანაძემ.
''Le Figaro'' წერს, რომ 2009 წლის გაზაფხულზე ქართულმა ოპოზიციამ ქალაქის ცენტრი გადაკეტა და კვირების განმავლობაში მართავდა აქციებს, რათა სააკაშვილის გადადგომისთვის მიეღწია.
"აქციებმა თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინა. პროდასავლელ პრეზიდენტს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის", მასშტაბური სახალხო მოძრაობის გზით მოვიდა, ბოლო წლებში რეპუტაცია შეელახა. ოპოზიცია მას ავტორიტარიზმისკენ გადახრაში ადანაშაულებს. ის, ასევე, პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შედეგებზე, როდესაც ქვეყანას სეპარატისტული ტერიტორიები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოეყო და რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა", - წერს 
ფრანგული გამოცემა.