აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების დელეგაცია მიიღო

parlamentarii-aqtual-1საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს.

აზერბაიჯანელმა და თურქმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯის მიუღებლობა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.