პუბლიკაციები
ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია! - მამული, ენა, სარწმუნოება!- 9-წლიანი პაუზის შემდეგ ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი და ადვოკატურა თქვენს სამსახურშია

1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი.
''-9+1 = უსასრულობას''  ანუ ჰოპლა, ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ!
ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია!-მამული, ენა, სარწმუნოება!-"პრეს-პრემიერი", "pres-cavcasia.ge"
ნათელი ფერები, ხალხი, ამაღლებული განწყობა, გიორგობისთვე და... დაბადება.... ფორმა კრეატიული, დიალოგი, მილოცვა, სურვილები... ეს იყო 12 წლის წინათ... დიახ, დაახლოებით ამ ფორმით ხდება  რეპორტაჟის, იგივე სტატიის შექმნა: ჯერ მარყუჟს ქმნი, დაწყებას უხდება ერთგვარი ინტრიგა, შემდეგ მას მდორე განვითარება მოსდევს... მოკლედ, მეც სტანდარტულად ვიწყებ: ერთ ჩვეულებრივ დღეს, ეს იყო 12 წლის წინათ, იდგა 2002 წლის მაისი, სახალხო დამცველის ოფისი (თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე) სტუმარს ვერ იტევდა. იბადებოდა ახალი, მართალი სიტყვა, მიკროფონთან იდგა ახალგაზრდა, ენერგიული, ლამაზი და რაც მთავარია, პროფესიონალი ქალბატონი და... საღამო უჩვეულო გამოვიდა თავისი ბანალური მხარეებით. შემდეგ იყო ყოველკვირეული ანგარიში საზოგადოებისთვის და იყო მაღალხარისხიანი პროდუქტი - ჟურნალი "პრეს-პრემიერი გრიფით ჟურნალისტური გამოძიება", ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი ''პრეს-პრემიერი'', ჟურნალისტური გამოძიების სკოლა, ესეც ''პრეს-პრემიერი'', საადვოკატო მომსახურება და ის არასამთავრობო ორგანიზაცია ''ჟურნალისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის'', რომელთან არსებული იყო ყველა ეს სამსახური...  და აი, დღეს 12 წლის შემდეგ, ისევ ახალგაზრდა, ენერგიული, ლამაზი და, რაც მთავარია, თავის საქმის პროფესიონალი - ისევ მიკროფონთან, ისევ ხალხი კოსტავას ქ.63-ში (თბილისი), ცენტრ "ჰეფი ლაუნჯის" დარბაზში, ხელახლა ისევ ახლის დაბადება. დიახ, 2014 წლის 25 ნოემბერს დაიბადა ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საქმიანობა... ისევ აპლოდისმენტები...  დაფუძნდა 2014 წლის ვარდობის თვეს და სიცოცხლე შთაებერა 2014 წლის გიორგობის თვეს არასამთავრობო ორგანიზაციას "ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" - ანუ უფრო მოკლედ: "ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი და იურიდიული სამსახური (ადვოკატურა, იურისკონსულტაცია)",  ჟურნალისტური გამოძიების ეგიდით ინტერნეტ-გამოცემა "pres-cavcasia.ge" ვიდეო პორტალით - ადამიანის ზრუნვასა და კეთილდღეობაზე მორგებული საქმე. აპლოდისმენტების ფონზე იყო ბევრი ღიმილი, ნათელი სახეები, მილოცვები, სურვილები...

და, უბრალოდ, გახარებს ფაქტი. ხვდები, ასეთი ტიპის საქმიანობის წამოწყება საეთოდ, მაგრამ განსაკუთრებით, დღეს გმირობის ტოლფასია. ქართულ მედია ბაზარზე ახლიდან თავის დამკვიდრება რთულზე რთულია. როგორც იტყვიან, საქმის დაქოქვა და ინერციამდე მიყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ქეთი სესიაშვილი მართალი სიტყვით ასეთ ბობოქარ მდინარეში გადაეშვა, სადაც დიდი დაკვირვებაა საჭირო და ფხიზელი გონება მორევმა არ ჩაგიტანოს. ამ სტატიას სიმძიმე არ უხდება. ჰოდა ისევ იმ პრეზენტაციაზე ვისაუბროთ, სადაც ქეთი სესიაშვილი საკუთარი გუნდით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ბანალურ კითხვაზე: ''არ გეშინიათ?'' იყო გულწრფელი პასუზი: ''მართალი სიტყვის თქმის არ მეშინია, გააზრებული მაქვს საფრთხეები და ვიცი, რასაც შევეჭიდეო.'' სწორედ, მართალმა სიტყვამ დაუხურა ჟურნალი, რასაც დიდი - 9 წლიანი გაჩერება მოყვა. თუმცა, ეს მაშინ იყო, ადრე. დღეს სხვა რეალობაა, დღეს ისევ ასპარეზზე დაბრუნდა. დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილა. სწორედ ასეთი საუბრები იყო პრეზენტაციაზეც. ასე ფიქრობენ მაყვალა ბერიანიძე, გიგლა გობეჩია, გელა ხუციშვილი, ალი ბაბაევი, ლევან ანჯაფარიძე, დემურ ხურცილავა, თამარ ნადირაძე, დემურ გიორხელიძე, თამარ ღვინიანიძე, ქეთი ბოხუა, ზურაბ კომახიძე, ნინო ზარიძე, ლალი ხუციშვილი, იამზე კიკნაძე, ნაზი მიქელაძე, ნატო როდონაია, გიორგი თევზაძე, მიხეილ როსტომაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ლალი ნოზაძე, თეა მაჭარაშვილი... მისმა მეგობრებმა იციან, ქეთის გაჩერება არ შეიძლება. მისმა კოლეგებმა იციან, ქეთი ჟურნალისტიკის გარეშე, მხოლოდ არსებობს , არ ცოცხლობს! და ყველამ ერთად იცის, ქეთი მკითხველს არ მოატყუებს. მისთვის მართალი სიტყვის გარდა არ არსებობს სხვა სიტყვა. იციან მისი სიჯიუტეც, მისი სიხისტეც, მისი პოფესიონალიზმი კი ყველაფერს წონის. არადა, ყველას გვჭირდება პროფესიონალების დაბრუნება თუ დაბადება ჟურნალისტთა კორპუსში. დიახ, ეს დეფიციტია საზოგადოებაში. ვუყურებდი ამ ჟურნალისტებს, როგორც თვითონ ამბობენ - ძველ გვარდიას და გული მწყდებოდა, ეს ხალხი ჩრდილში რომ მოექცა...

ქეთი სესიაშვილი ლაღად იდგა მიკროფონით ხელში და პირობას დებდა - მე ხარისხიან პროდუქტს დავდებო... და ამის ყველას სჯერა. სჯერა, პირველ რიგში, მის ლამაზ ოჯახს. სჯერა მის მეუღლეს, ექიმ ზაქარია-ზურა როჭიკაშვილს, რომელიც შესაშურად მასპინძლობდა იქ მყოფთ. ჩვენ კი ქეთის სიტყვის გვჯერა. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი, როგორც ქეთი იტყოდა, მართალი სიტყვისაა. ხალხს მოენატრა გულწრფელი სიტყვა. და როგორც ქეთი იტყოდა, ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია!!!!

ჰოდა ასე, გიორგობის თვეს ახალი, მართალი სიტყვა დაიბადა. გილოცავთ ქეთი! ჩვენ გვჯერა შენი პროფესინალიზმის, შენი კალმის, შენი თანადგომის, შენი სიყვარულის... ჰოდა მოდი, ჰოდა - მომავალი შენია!

როგორც ყველა სტატიის დასრულებისას, აქაც აუცილებელია დასასრულის, დასკვნითი ნაწილის მოფიქრება. მინდა რაღაც მეტი ვთქვა, ისეთი, როგორც კოსტავას ქ. 63-ში მდებარე "ჰეფი ლაუნჯი "-ში იყო. მინდა ის ამაღლებული განწყობა გადმოვცე, მაგრამ ხომ ვიცით, რა რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ნაყოფიერი და უბრალოდ, ლამაზი გვიანი შემოდგომისეული საღამო. ასე რომ, ბანალურად ვასულებ: წარმატებას ვუსურვებ ქეთი სესიაშვილსა და მის გუნდს. მჯერა, ქეთი ხანმოკლე დროში იტყვის თავის სათქმელს. და როგორც მისი ერთ-ერთი რუბრიკა მთავრდებოდა, მეც იმ ფრაზით დავასრულებ სტატიას: ჰოპლა, ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ! ქეთი, დასრულდა გაჩერების, ანუ 9 მდორე წელი და დაიწყო უსასრულოდ დიდი, ქართული, კეთილი, მართალი საქმე უსასრულოდ! და ისევ აპლოდისმენტები...

"პრეს-პრემიერის" მსგავსად, ინტერნეტ-ჟურნალი "pres-cavcasia.ge" გამოვა მანამ, სანამ მის  გამოცემას არავინ და არაფერი შეაფერხებს!

9 წლიანი პაუზის შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალი "პრეს-პრემიერი" ისევ აღდგება, ხოლო ინტერნეტ-ვერსია  "pres-cavcasia.ge" -ში  გადასული "პრეს-პრემიერი" 2010 წლიდან ისევ ცოცხალია! ასე რომ, ჩვენს გამოცემებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს, ჩვენთან არს ღმერთი და იმიტომ!-აცხადებს ქეთი სესიაშვილი.

მაშ ასე, იკითხეთ  "pres-cavcasia.ge"   და "პრეს-პრემიერი"  -  არასოდეს მოგატყუებთ!

 ქეთი ყველაშვილი

2 3
4 5
6 7
8 9
10 11
12 13
14 15
16 17
18 19
20 21