ბიბილოვი: რფ-სა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმებას ხელი შესაძლოა 2015 წლის დასაწყისში მოეწეროს
საქართველო, 28 ნოემბერი,
საქინფორმი. აფხაზეთის შემდეგ რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოსაწერად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმიც ემზადება. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ
ანატოლი ბიბილოვმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ.შეთანხმებას მოსკოვი ცხინვალთან ხელს 2015 წლის დასაწყისში მოაწერს.
მისი თქმით, დოკუმენტი მზადების პროცესშია და ის რუსეთთან კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე აფხაზეთის შემთხვევაში.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას პუტინმა და ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი.