აქტუალური
„სადგურ სუფსაში მატარებელმა გაიარა წითელი შუქნიშანი და გაჭრა სალიანდაგო ისარი. სადგურ ლილოში ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა ორი ვაგონი. იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე , მე-9 კილომეტრის 1 პიკეტში შემთხვევით აღმოჩენილია კოროზირებული გატეხილი რელსი. სადგურ ხაშურში შეკრებილ გაფიცულ რკინიგზელებზე სამსახურის უფროსი ზაზა ჭყოიძე, უცხო თანმხლებ პირებთან ერთად, ზეწოლას ახორციელებს. რკინიგზელები მას პროვოკაციაში ადანაშაულებენ და პოლიციას სთხოვენ დაიცვან მათი უფლებები“, -აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე ინფორმაციით საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი რკინიგზელები გაფიცვას კვლავ აგრძელებენ. ბათუმში, ხაშურში, სამტრედიაში, ზესტაფონში, თბილისსა და გურჯაანში გაფიცულმა რკინიგზელებმა შტაბები შექმნეს და ღამის მორიგეობა დააწესეს.