საზოგადოება
სოზარ სუბარი: “გაივლის თუ არა რუსული მატარებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით”
saz-3საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა მინისტრი ეხმაურება. „რკინიგზის აღდგენაზე არანაირი მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან არ არის. აფხაზეთის ტერიტორიაზე გაივლის თუ არა რუსული მატარებელი, ამაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოხდა სააკაშვილის პერიოდში, როდესაც საინჟინრო ჯარები შემოიყვანეს. დღეს ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის შემოქმედები იყვნენ - სააკაშვილსა და მის გუნდზე ვლაპარაკობ, როცა ბევრს ყვირიან, უბრალოდ ამის მორალური უფლება არ აქვთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.