ბობოხიძე - ხიდაშელს: „მეცოდებით, ქალბატონო თინათინ... ზვიგენი არის გაუმაძღარი და თქვენც გადაგყლაპავთ!“
საქართველო, 28 ნოემბერი,
საქინფორმი. „ქალბატონო თინათინ, ძალიან მეცოდებით, რომ გიწევთ ჩემი მოსმენა. ჩვენ ხომ საშინელი ადამიანები ვართ“,- მიმართა
კაკო ბობოხიძემ უმრავლესობის წევრ
თინა ხიდაშელს. მან „ოცნების“ დეპუტატს შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ძალიან კარგი ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ აჩვენა ამ ხელისუფლებას, რას უნდა აკეთებდეს და რას არა.
„რომაელი მონათმფლობელები მონებს ასმევდნენ და მერე შვილებს აყურებინებდნენ თუ რა ცუდია ლოთობა. ქალბატონო თინათინ, ჩვენმა ცუდმა მაგალითმა, ჩვენმა ყოფამ ნუთუ ვერ დაგანახათ, თუ რა ცუდია ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ“,- განაცხადა ბობოხიძემ, რომელმაც ხიდაშელის გამოსვლას ფარისევლური უწოდა.