საზოგადოება
შობის მარხვა იწყება

saz-1-relსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. 28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.
საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებმაც ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს.

მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს” (მათე 6, 17-18),”- წმ. იოანე ოქროპირი.