თინა ხიდაშელი: „რესპუბლიკური პარტია“ არსად მიდის!“
საქართველო, 28 ნოემბერი,
საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა
თინა ხიდაშელმა პლენარულ სხდომაზე, ე.წ. გასაღების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, უმცირესობის წევრების -
აკაკი ბობოხიძისა და
სერგო რატიანის პროგნოზს უპასუხა, იმის თაობაზე, თითქოს „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის.
„განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლების და კოალიციის დასუსტებით – "რესპუბლიკური პარტია" არსად არ მიდის. "რესპუბლიკურმა პარტიამ" ბიძინა ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნება" დააფუძნა იმ ღირებულებებისთვის, რომლის გამოც თქვენ დაგიპირისპირდით. ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე "ქართულ ოცნებაში" იმისთვის, რომ ეს ღირებულები იყოს მთავარი პრიორიტეტი, გახდეს კანონმდებლობის ნაწილი და ამ ღირებულებებით იმართებოდეს ქვეყანა – ადამიანის ღირსების, პატივის, პირადი ცხოვრების, თავისუფლების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის",- მიმართა ხიდაშელმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.