უცხოეთი
რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ში უფრო პოპულარულია, ვიდრე კონგრესი

1-popul-zar-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ხანს, თუმცა არა მარტო მოუქნელი საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა მოვლენებიც გამოც.

მას შემდეგ, რაც ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში ხელახლა დაიწყო მასობრივი არეულობები იმ პოლიციელის გამამართლებელი განაჩენის გამო, რომელმაც აგვისტოში  აფრო-ამერიკელ  მოზარდს ესროლა, ბევრმა ამერიკელმა, მათ შორის, ძალიან გავლენიანებმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ამერიკის პრეზიდენტის შიდა და საგარეო პოლიტიკა. მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ეჭვიც კი შეიტანა ამერიკის პრეზიდენტის ლიდერულ თვისებებში. იმის შესახებ, რომ პუტინი ობამაზე პოპულარული გახდა აშშ-ში, „იზვესტიას“ კორესპონდენტ ტატიანა ბაიკოვას კომპანია International Market Analysis-ის დირექტორმა, პოლიტოლოგმა არიელ კოენმა მოუთხრო.

- წელს ჟურნალ „თაიმის“ საიტმა მკითხველებს შესთავაზა აერჩიათ მსოფლიო პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და საზოგადოე მოღვაწეების წყვილიდან ერთი პიროვნება. წყვილში - პუტინი-ობამა რუსეთის ლიდერს გამოცემის საიტზე თავისი ხმა მისცა მონაწილეთა 73%-მა, მის ამერიკელ კოლეგას კი ხმების 27% ერგო. რით ჯობნის რუსეთის ლიდერი ობამას?

- პუტინი და ობამა სრულებით განსხვავებული არიან. პუტინი მკაცრი სამხედროა, ოფიცერი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რა არის ძალა და ხელისუფლება და იცის, როგორ გამოიყენოს ეს. ობამას 6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა კარგად არ იცის ძალის გამოყენება და არც უყვარს. მეტიც, - შესაძლოა ეშინოდეს კიდეც... „თაიმის“ გამოკითხვა მეცნიერული არა, თუმცა ელიტური თვალსაზრისია. ვფიქრობ, რომ პუტინმა მიაღწია უსაფრთხოების ევროპული და მსოფლიო სისტემების შეცვლას.